Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წითელი ჯვრის“ შეფასებით, ყირგიზეთში კონფლიქტის დროს დაკარგულების პრობლემა ისევ ამწვავებს ვითარებას


„წითელი ჯვრის“ განცხადებით, სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური დაპირისპირების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულების პრობლემა ისევ ამწვავებს ვითარებას ამ რეგიონში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაკარგულების ბედის დადგენა ხელს შეუწყობდა „დაძაბულობის განმუხტვას“. სამხრეთ ყირგიზეთში ძალადობამ გასულ თვეში ასობით ადამიანის, უმეტესწილად, ეთნიკური უზბეკების სიცოცხლე შეიწირა. „წითელი ჯვრის“ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ გამოთქვა შეფასება, რომ „შეუსაბამოდ“ ბევრ ეთნიკურ უზბეკეს აკავებენ შეტაკებების გამოძიებასთან დაკავშირებით. ყირგიზეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ ქმნის ეროვნულ კომისიას, რომელიც ძალადობას გამოიძიებს. მაგრამ დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG