Accessibility links

logo-print

ისლამაბადში ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება


ისლამაბადში ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ს.მ. კრიშნასა და შაჰ მეჰმუდ ყურეშის მოლაპარაკება მიმდინარეობს - მათი პირველი საქმიანი შეხვედრა ბომბეიში 2008 წლის ტერაქტების შემდეგ. საგარეო უწყების ხელმძღვანელები ბოლო ექვსი თვის მანძილზე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. დღის წესრიგის მთავარი თემაა ინდოეთის შეშფოთება ტერორიზმის პრობლემით, ძალადობა ქაშმირის რეგიონის ინდურ ნაწილში, ვითარება ავღანეთში და ბრალდება, რომ 2008 წლის თავდასხმებში პაკისტანის დაზვერვის სამსახურის ხელი ერია. ინდოეთი და შეერთებული შტატები პაკისტანში დაფუძნებულ ჯგუფ "ლაშკარ-ე-ტაიბას" აკისრებენ პასუხსიმგებლობას ბომბეიში მოწყობილ იერიშებზე, რომლებმაც 2008 წლის ნოემბერში 166 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG