Accessibility links

logo-print

პაკისტანის სვატის რეგიონში მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი შეეწირა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სვატის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილ აფეთქების შედეგად. დაიჭრა 45-ზე მეტი. აფეთქება რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ მინგორაში მოეწყო. სვატსა და მის ორ მეზობელ რაიონს თალიბანი აკონტროლებდა 2009 წლის აპრილამდე, სანამ მთავრობა მასშტაბურ ოპერაციას დაიწყებდა ექსტრემისტების წინააღმდეგ. მძიმე ბრძოლების შემდეგ არმიამ გამოაცხადა, რომ რეგიონს აკოტროლებს. ამას მოჰყვა ბრძოლების გამო აყრილი ხალხის - ორ მილიონამდე ადგილნაცვალი პირის - დიდი ნაწილის დაბრუნება რეგიონში, თუმცა ძალადობის ცალკეული შემთხვევები არ წყდება.
XS
SM
MD
LG