Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუშნერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა


დღეს დილით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ოთხ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეხვდა. ბერნარ კუშნერთან საუბრის შემდეგ ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მათ საგარეო პოლიტიკის გარდა, ქვეყნის შიდა პრობლემებზე, კერძოდ, დემოკრატიის არარსებობაზე იმსჯელეს. რესპუბლიკური პარტიის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, ბერნარ კუშნერი, რომელიც აგვისტოს ომისას საქართველოს ინტერესთა დასაცავად იბრძოდა, დღეს საუბრობს გონივრულ პოლიტიკაზე და იმის შესახებ, რომ საქართველომ ახალი შეიარაღებული კონფრონტაცია არ უნდა დაუშვას. მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის პეტრე მამრაძის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთის ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევს. ბერნარ კუშნერთან შეხვედრის შემდეგ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დასაცავად და მომავალი არჩევნებისთვის ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოსაყალიბებლად საფრანგეთი გააქტიურებას აპირებს.
XS
SM
MD
LG