Accessibility links

logo-print

ბერნარ კუშნერი: მთავარია არა სიტყვა ოკუპაცია, არამედ ოკუპაციის დასრულება


რუსეთის ოკუპაციის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეკითხვა დაუსვეს ”ევროპის სახლში,” სადაც ის დიპლომატებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ მთავარია არა სიტყვა ოკუპაცია, არამედ ოკუპაციის დასრულება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს პრეზიდენტების სარკოზის, მედვედვის და სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესასრულებლად დიალოგი უნდა გაგრძელდეს. კუშნერმა აღნიშნა, რომ სირთულის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG