Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გემთმშენებლები კრემლს „მისტრალზე“ ხელის აღებას ურჩევენ


რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია გამოდის წინადადებით, რომ რუსეთის მთავრობამ უარი თქვას სადესანტო შვეულმფერნმზიდ „მისტრალის“ შეძენაზე. გაერთიანების ხელმძღვანელობამ რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვს გაუგზავნა წერილი წინადადებით, რომ რუსეთის ნავსაშენში უნივერსალური სადესანტო გემი კორეული ტექნოლოგიით აშენდეს. რუსი გემთმშენებლები ფიქრობენ, რომ ახალი მიდგომის შემთხვევაში ხომალდის მშენებლობას არა უცხოელი მიმწოდებელი, არამედ რუსეთის მხარე გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG