Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები შესაძლებლად მიიჩნევს ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებს


ვაშინგტონში შესაძლებლად მიიჩნევენ მოლაპარაკებების განახლებას ისრაელსა და პალესტინას შორის. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ კროულის თანახმად, ამერიკის ადმინისტრაციას „მტკიცედ სწამს“, რომ პირდაპირი მოლაპარაკებები განახლდება. ამასთან არ ყოფილა ნახსენები მოლაპარაკების დაწყების ზუსტი თარიღი. იტყობინებიან, რომ შეერთებული შტატების სპეციალური წარგზავნილმა ჯორჯ მიტჩელმა უკვე დაიწყო კონსულტაციების ახალი რაუნდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
XS
SM
MD
LG