Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინამ ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა


არგენტინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ერთ სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას ლეგალურის ხდის. სენატმა აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ სამი ხმის უპირატესობით, გააფთრებული დებატების შემდეგ დაამტკიცა. მანამდე კანონპროექტს მხარი ქვეყნის ქვედა პალატამ დაუჭირა. არგენტინა ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი კანონი მიიღო. ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინების მხარდაჭერით გამოვიდნენ მემერცხენეცენტრისტული მთავრობა და არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა კირშნერი.
XS
SM
MD
LG