Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ირანში მომხდარ აფეთქებებს სასტიკად გმობს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სასტიკად გმობს ირანში შიიტთა მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმას, რის შედეგადაც 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა. შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც ჰუნდოლახის სახელით არის ცნობილი, კლინტონმა შემაძრწუნებელი უწოდა და დამნაშავეებს მოუწოდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგონ. პასუხისმგებლობა ორ აფეთქებაზე სწორედ აღნიშნულმა დაჯგუფებამ აიღო და განაცხადა, რომ ტერორისტული აქტების მიზეზი ირანის მთავრობაა, რომელმაც ივნისში სიკვდილით დასაჯა დაჯგუფების ლიდერი აბდომალეკ რიგი. აფეთქებამ დაანგრია, პაკისტანის მოსაზღვრე პროვინციის დედაქალაქის, ქალაქ ზაჰედანის დიდი მეჩეთი.

XS
SM
MD
LG