Accessibility links

ყირგიზეთის გენერალური პროკურატურა ყაზახ ჟურნალისტებს ბრალს ეთნიკური შუღლის გაღვივებაში სდებს


ყირგიზეთის გენერალურმა პროკურატურამ საყვედურის წერილი გაუგზავნა ყაზახეთის მთავრობას, სადაც ის ერთ-ერთ ინტერნეტრსაიტზე ორი ყაზახი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს გმობს. როგორც წერილშია აღნიშნული, ჟურნალისტები საკუთარი სტატიებით ცდილობდნენ და ხელს უწყობდნენ გაეღვივებინათ შიდა-ეთნიკური უთანხმოება. ყირგიზეის პროკურატურა მიუთითებს იმ ციტატებზე, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში ქალაქ ოშში მიმდინარე სისხლიმსღვრელი შეტაკებების დროს, ”ყირგიზები უზბეკებს მეჩეთებშიც კი კლავდნენ”. როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, მათ ყველა ეს ინფორმაცია გამოიძიეს, და დაასკვნეს, ის სიმართლეს არ შეესაბამება.

XS
SM
MD
LG