Accessibility links

პარლამენტი ახალ საგადასახადო კოდექსს მეორე მოსმენით განიხილავს


პარლამენტი დღეს ახალ საგადასახადო კოდექსს მეორე მოსმენით განიხილავს და იმავდროულად სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის ახალი საგადასახადო კოდექსის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და საშემოდგომო სესიამდე დაამტკიცებს.

დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ სხდომაზე ათამდე მუხლის განხილვა გადაიდოს, რადგან ჯერ კიდევ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, გიორგი ტუღუშს 2009 წლის მეორე ნახევრის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ დეპუტატები დღის მეორე ნახევარში მოუსმენენ. სახალხო დამცველი დღევანდელი მოსმენის შემდეგ უკვე ანგარიშს წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის მარტში წარადგენს.

XS
SM
MD
LG