Accessibility links

სერგეი ტიგიპკო დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს


საქართველოში მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ოფიციალურ შეხვედრებამდე ტიგიპკო გვირგვინით შეამკობს ტარას შევჩენკოს მონუმენტს, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროში გაემგზავრება და მინისტრ კახა ბაინდურაშვილს შეხვდება. მორიგ შეხვედრას კი უკრაინელი სტუმარი მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტში დავით ბაქრაძესთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან, ”საქართველოს ბანკის” ხელმძღვანელობასთან და ბრენდ კომპანია ”სარაჯიშვილში”. 17 ივლისს კი ვიცე-პრემიერი მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსა და ჯვრის მონასტერს დაათვალიერებს, რის შემდეგაც ისევ დედაქალაქში დაბრუნდება. ვიზიტის ფარგლებში სერგეი ტიგიპკო ბათუმსაც მოინახულებს. ის საქართველოს 18 ივლისს დატოვებს.

XS
SM
MD
LG