Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს ევროპული გზა" გაიმართება


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში დღეს, VII საერთაშორისო კონფერენცია - ”საქართველოს ევროპული გზა" გაიმართება. კონფერენციაზე იმსჯელებენ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის საკითხებსა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე. კონფერენციაზე განიხილება საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის, ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებისა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ანგარიშს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

XS
SM
MD
LG