Accessibility links

logo-print

მუხროვანის ამბოხებაში მსჯავრდებულების საქმის სააპელაციო განხილვა გაიმართება


მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში მსჯავრდებულების საქმის სააპელაციო განხილვა დღეს გაიმართება. სააპელაციო წესით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც 21 ბრალდებულს 9 და 29-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ისინი 2009 წლის 5 მაისის ამბოხებასთან დაკავშირებით დააკავეს. საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები მანანა ოთარაშვილი, მაია ივანიძე და თამარ ალანია განიხილავენ. კოლეგიის თავმჯდომარეა თამარ ალანია.

XS
SM
MD
LG