Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ანდრო ბარნოვი


ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი
16 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ბოლოდროინდელ მაღალი დონის ვიზიტებზე საქართველოში და მათი ათვლის წერტილად მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტს თვლის. ბარნოვის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ყოფნისას ”რუსეთთან მოლაპარაკებების რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ამით გადატვირთვის პოლიტიკის ერთი სერია მიილია”. ”გადატვირთვის პოლიტიკის” ”პირველი სერიის” შედეგი არის რუსეთთან თანამშრომლობის მკაფიო სურვილი, რაც ბარნოვის აზრით, გარკვეული ხნის მანძილზე რუსეთის მორიგი ინტერვენციისგან საქართველოს დაცულობას ნიშნავს. თუმცა, პოლიტოლოგისთვის არ არის ნათელი კონკრეტულად რა ფორმატს გულისხმობდნენ დასავლეთის მაღალი რანგის დიპლომატები, როცა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდეს. ბარნოვმა ილაპარაკა აგრეთვე აშშ-ისა და ევროპის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე კავკასიის რეგიონში რუსეთის როლის მიმართ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG