Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა უშიშროების სამსახურის უფლებამოსილების გაზრდას


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს. რუსეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტით, უშიშროების ფედერალურ სამსახურს შეეძლება, იზრუნოს იმ დანაშაულთა პროფილაქტიკაზე, რომელთა წინასწარი გამოძიებაც ამ უწყების კომპეტენციაში შედის. უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები შეძლებენ, ოფიციალური გაფრთხილება წინასწარ წარუდგინონ მოქალაქეებს, ამათუიმ ქმედების დაუშვებლობის შესახებ. კანონპროექტს რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი აკრიტიკებს. პარასკევს მოსკოვში დააკავეს პარტია „იაბლოკოს“ სამი აქტივისტი, რომლებიც სახელმწიფო სათათბიროს შენობასთან ატარებდნენ არასანქციერებულ საპროტესტო აქციას უშიშროების ფედერალური სამსახურის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG