Accessibility links

logo-print

სერგეი ბაღაფში ნიკარაგუაში გაემგზავრა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დღეს ნიკარაგუაში გაემგზავრა. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, სერგეი ბაღაფში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ნიკარაგუაში ოთხ დღეს დარჩება და პრეზიდენტ დანიელ ორტეგას შეხვდება. ამავე სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს აფხაზური დელეგაცია გაემგზავრება ვენესუელაში, სადაც სერგეი ბაღაფშის და პრეზიდენტ უგო ჩავესის მოლაპარაკება და მეგობრობის და თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერაა დაგეგმილი. დღესვე სააგენტო რესი იუწყება, რომ ხვალიდან ნიკარაგუასა და ვენესუელაში ვიზიტს იწყებს ედუარდ კოკოითიც. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად ნიკარაგუამ 2008 წელს, ვენესუელამ კი - 2009 წელს აღიარა.
XS
SM
MD
LG