Accessibility links

logo-print

ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერი ირაკლი ალასანიას შეხვდა


ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა თბილისში ვიზიტი პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან შეხვედრით დღეს დაასრულა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საუბრის თემები იყო საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარება, მასმედიისა და სასამართლოს თავისუფლების დაბალი ხარისხი და საარჩევნო გარემოს შეცვლის და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის აუცილებლობა. ალასანიას თქმით, ასელბორნთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG