Accessibility links

სერგეი ტიგიპკო: უკრაინა დაინტერესებულია მეტად განავითაროს ურთიერთობა საქართველოსთან


საქართველოში იმყოფება უკრაინის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო ხელმძღვანელობს. მისი შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობას ვაჭრობასა და ეკონომიკაზე ფოკუსირებით, მეტი პრაგმატიზმი სჭირდება. სერგეი ტიგიპკოს განცხადებით, უკრაინა დაინტერესებულია მეტად განავითაროს ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორია. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამთავრობო დელეგაციის მიზანია გაეცნოს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელ ცვლილებებს და კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილებას. სერგეი ტიგიპკო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ხვალ უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ფოთსა და ბათუმს ეწვევა.
XS
SM
MD
LG