Accessibility links

logo-print

კეტრინ ეშტონმა დევნილები მოინახულა


საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბარონესა კეტრინ ეშტონი დღეს ოკუპირებული ახალგორის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ოძისში მყოფებოდა. ეშტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირებული ურთიერთობის თაობაზე მოლაპარაკების დაწყების გარდა, მისი ვიზიტის მიზანი ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მუშაობის გაცნობა იყო. ეშტონმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტების პრობლემა პოლიტიკური გზით მოგვარდება. დღესვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი წეროვანში, აგვისტოს ომის შედეგად დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG