Accessibility links

logo-print

ნატოში რუსეთის ელჩი აკრიტიკებს ნატოს ელჩების მიერ რუსეთის ინიციატივის უარყოფას


ნატოში რუსეთის ელჩის, დმიტრი როგოზინის განცხადებით, შესაძლოა, საჭირო იყოს უმაღლეს დონეზე შეხვედრის გამართვა მას შემდეგ, რაც ნატოს ელჩებმა დღეს უარყვეს მოსკოვის წინადადება, ხელი მოეწეროს ახალ ხელშეკრულებას, რომელიც შეზღუდავდა ნატოს აქტიურობას რუსეთის მეზობლად. როგოზინმა „მიუღებელი“ უწოდა მოსკოვის ინიციატივების უარყოფის მცდელობას. მისი შეფასებით, მოცემულ ვითარებაში შესაძლოა, აუცილებელი იყოს სერიოზული მოლაპარაკების გამართვა უფრო მაღალ, შესაძლოა, უმაღლეს დონეზე რუსეთსა და დასავლეთს შორის. ბრიუსელიდან გავრცელებული ცნობით, როგოზინმა განაცხადა აგრეთვე, რომ ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელსაც ნოემბერში, ნატოს ლისაბონის სამიტზე დაამტიცებენ, ბოლო უნდა მოეღოს რუსეთის, როგორც მტრის აღქმას.
XS
SM
MD
LG