Accessibility links

logo-print

პაკისტანში ბომბის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15-მდე კაცი დაიჭრა. პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბომბი აფეთქდა ხალხით სავსე ბაზარში ხიბერის რაიონში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. პაკისტანის სამხედრო ძალები რამდენიმე ოპერაციას ახორციელებენ რეგიონიდან თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების განსადევნად. ხიბერზე გადის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნატო ავღანეთში განთავსებულ მრავალეროვან ძალებს ამარაგებს.
XS
SM
MD
LG