Accessibility links

logo-print
ერთ კვირაზე მეტია უკვე ბიძინა კვერნაძე ჩვენს გვერდით აღარ არის. ტელევიზიით, რადიოთი ქართველი კომპოზიტორის სიმღერებს გადმოსცემენ. ნაკლებად ბიძინა კვერნაძის სიმფონიურ ნაწარმოებებს. და თითქმის არ იხსენებენ ბიძინა კვერნაძის ოპერას „შუშანიკის წამება“ („იყო მერვესა წელსა“), რომელსაც გასული საუკუნის 80–იან წლებში, (როცა რობერტ სტურუამ დადგა თბილისში), არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ბიძინა კვერნაძე ყოველთვის სიახლეს ეძებდა და ყოველთვის ქილიკობდა დრომოჭმულზე, ფსევდოტრადიციებზე. 2003 წელს ჩვენი კოლეგა გიორგი გვახარია კომპოზიტორს ქართულ კულტურაში მეშჩანობის და უგემოვნობის მომძლავრებაზე ესაუბრა. ბიძინა კვერნაძე, როგორც ყოველთვის, გულწრფელი იყო.
XS
SM
MD
LG