Accessibility links

logo-print

ერაყში ხანძარმა, სულ ცოტა, 29 ადამიანი შეიწირა


ერაყის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ სულაიმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარმა ხანძარმა, სულ ცოტა, 29 ადამიანი შეიწირა, მათ შორის უცხოელები. დაშავდა, სულ ცოტა, 22 ადამიანი. ხანძარი ქალაქის ცენტრში მდგარ სასტუმრო „სომაში“ გაჩნდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მძვინვარებდა. ოფიციალური ვერსიით, ხანძრის მიზეზი ელექტროგაყვანილობის ხარვეზი იყო. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულებს შორის არიან კამბოჯის, ბანგლადეშის, კანადის, ავსტრალიის, ეკვადორის, სამხრეთ აფრიკის, ბრიტანეთის, ლიბანის, ვენესუელისა და შრი-ლანკის მოქალაქეები. ვარაუდობენ რომ კიდევ ერთი დაღუპულია უცხოელი, მაგრამ ის ჯერჯერობით ამოცნობილი არ არის. სულაიმანია ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 260 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ერაყის ქურთთა ავტონომიის რეგიონში ის სიდიდით მეორე ქალაქია.
XS
SM
MD
LG