Accessibility links

უკრაინის ვიცე-პრემიერი ქართულ კულტურას ეცნობა


უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს არაოფიციალურ, კულტურულ ტურს მართავს საქართველოში. სერგეი ტიგიპკომ დღეს მცხეთის ხუროთმოძღვრების ძეგლები, სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი მოინახულა. უკრაინის ვიცე-პრემიერი დღესვე ბათუმში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ხვალ კი საქართველოს დატოვებს. სერგეი ტიგიპკო უკვე ორი დღეა საქართველოში იმყოფება და ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს.
XS
SM
MD
LG