Accessibility links

ირანი იმუქრება, რომ შავ სიაში შეიყვანს უცხოურ ფირმებს, რომლებიც სანქციებს დაემორჩილებიან


ირანის ნავთობმრეწველობის მინისტრ მასუდ მირკაზემის განცხადებით, ირანმა შესაძლოა, შავ სიაში შეიყვანოს უცხოური ფირმები, რომლებიც თავიანთ პროექტებზე უარს იტყვიან ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამო. საინფორმაციო სააგენტო „მერის“ ცნობით, მირკაზემიმ მაგალითად ახსენა „ლუკოილი“ - რუსეთის კომპანია, რომელმაც ირანში პროექტზე უარის შესახებ გამოაცხადა მარტში, როცა გაეროს უშიშროების საბჭომ მორიგი სანქციები მიიღო ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის გამო.
XS
SM
MD
LG