Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარს უჭერს ეუთოს პოლიციის მისიას ყირგიზეთში


აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს პოლიციელების გაგზავნას ყირგიზეთში, ეუთოს მიერ ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგმა ყაზახეთში, ეუთოს მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციის მისია ხელს შეუწყობს „წესრიგის აღდგენას, განსაკუთრებით არჩევნების წინ" და ხელს შეუწყობს "მხარეებს შორის შერიგებას სამხრეთ ყირგიზეთში“. დღესვე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ განაცხადა, რომ ეუთოში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს პოლიციის დაგეგმილი მისია. ეუთომ პარასკევს განაცხადა, რომ ყირგიზეთის მთავრობას შეუთანხმდა პოლიციელების 52-კაციანი ჯგუფის საქმიანობის პრინციპებზე. ეუთოს პოლიციელები შეიარაღებული არ იქნებიან და ოთხი თვე გაწვრთნიან ყირგიზ სამართალდამცველებს. მაგრამ მისიას ჯერ ეუთოს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა ესაჭიროება.ეუთოს 56 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი მინისტრები დღეს დაასრულებენ არაოფიციალურ შეხვედრას ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატის მახლობლად, კურორტ აკ-ბულაკში.
XS
SM
MD
LG