Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ეუთოს მინისტერიალზე ვერ დაამტკიცეს ეუთოს პოლიციელების ყირგიზეთში გაგზავნის გეგმა


ყაზახეთში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა ისე, რომ არ დაუმტკიცებიათ ყირგიზეთში ეუთოს პოლიციის მისიის გაგზავნის გეგმა. ეუთოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ პოლიციელებს უნდა დაევალოთ სტაბილიზაციის ხელშეწყობა სამხრეთ ყირგიზეთში გასული თვის ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ. ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა შეკრების ამ, მთავარ საკითხზე გადაწყვეტილების გარეშე დაასრულეს ქალაქ ალმა-ატის მახლობლად გამართული შეხვედრების მეორე დღე. მათ ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევას თხოვნით განიხილეს ყირგიზეთში პოლიციელების გაგზავნის საკითხი, თუმცა ვერ შეძლეს მისიის დაწყების თარიღის დადგენა. თვით ყაზახეთმა, რომელიც ეუთოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელი პოლიციელების გაგზავნას ყირგიზეთში. გეგმას ემხრობიან ასევე აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ეუთოს ბევრი სხვა წევრი სახელმწიფო. ეუთომ პარასკევს განაცხადა, რომ ყირგიზეთის მთავრობას შეუთანხმდა პოლიციელების 52-კაციანი ჯგუფის საქმიანობის პრინციპებზე. ეუთოს პოლიციელები შეიარაღებული არ იქნებიან და ოთხი თვე გაწვრთნიან ყირგიზ სამართალდამცველებს. მაგრამ მისიას ჯერ ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG