Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მთვარობის მომხრე სუნიტური შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულმა აფეთქებამ 43 ადამიანი შეიწირა


ირაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 43 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მთავრობის მომხრე სუნიტური შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ მოწყობილი აფეთქების შედეგად. დაიჭრა 40 ადამიანი. ამფეთქებელმა იერიში მიიტანა ჯგუფ „საჰვას“ მებრძოლებზე ბაღდადის გარეუბანში, როცა ისინი რიგში იდგნენ ხელფასის ასაღებად. „საჰვას“ მებრძოლები წინათ „ალ ყაიდის“ მოკავშირეები იყვნენ, მაგრამ 2006-2007 წლებში ამ ტერორისტულ ქსელს ჩამოშორდნენ და მას შემდეგ აშშ-ის ჯარების მხარეს იბრძვიან.
XS
SM
MD
LG