Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პაკისტანში ვიზიტით დაიწყო სამხრეთაზიული ტურნე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, პაკისტანში ვიზიტით დაიწყო სამხრეთაზიული ტურნე, რომლის მიზანიც არის ავღანეთში თითქმის ცხრაწლიანი ომის მიზნებზე მოლაპარაკება. კლინტონი ყურადღებას გაამახვილებს ომში ავღანეთის და პაკისტანის თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ის აპირებს ასევე, გამოაცხადოს პაკისტანის განვითარების ხელშესაწყობად აშშ-ის გაძლიერებული დახმარების შესახებ. პაკისტანში, სადაც ძლიერია ანტიამერიკული განწყობა, კლინტონი დღეს ხვდება პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, ხვალ კი მაღალი რანშის პოლიტიკურ, სამხედრო და ბიზნესის ლიდერებს. სამშაბათს ის მონაწილეობას მიიღებს ავღანეთისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქაბულში გაიმართება.
XS
SM
MD
LG