Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქება მოეწყო საერთაშორისო კონფერეციის დაწყებამდე ორი დღით ადრე


ავღანეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამხსმელმა აფეთქება მოაწყო ქაბულის ხალხმრავალ ქუჩაში, რის შედეგადაც სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაიჭრა 35 ადამიანი. სულ ორიოდე დღეში ქაბულში საერთაშორისო კონფერენციაზე შეიკრიბება ათობით ოფიციალური პირი, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ავღანეთის მომავალთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. დღევანდელი აფეთქება, როგორც ჩანს, მიმართული იყო უცხოელი ჯარისკაცების ბადრაგის წინააღმდეგ. ცნობებში არაფერია ნათქვამი ჯარისკაცებში მსხვერპლის შესახებ.
XS
SM
MD
LG