Accessibility links

logo-print

2012 წელს ბაქო-ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანი გაიხსნება


ბათუმიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ბაქო-ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანის გახსნა 2012 წელს და იქმნება საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის საკითხებზე სამუშაოდ. ამის შესახებ ბათუმში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს. საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს, რომლის დროსაც დიდი ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურის პროექტებს, მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. სატრანზიტო დერეფანთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტი, მაგრამ მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის, ბუნებრივია, მათთან დაკავშირებული პროექტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
XS
SM
MD
LG