Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყახაზეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი მეტისმეტად ნელა მოქმედებს „ნაბუკოსთან“ მიმართებით


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი მეტისმეტად ნელა მოქმედებს „ნაბუკოს“ ნავთობსადენთან მიმართებით. ნაზარბაევმა ასტანაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ "არაფერი ხდება (...) მოლაპარაკებების გარდა“. გერმანიის კომპანია RWE, ავსტრიის OMV, უნგრეთის MOL, ბულგარეთის "ენერგოჰოლდინგი", რუმინეთის "ტრანსგაზი" და თურქეთის „ბოტასი“ მონაწილეობენ „ნაბუკოს“ პროექტში, რომელიც ჯერ არ არის უზრუნველყოფილი დაფინანსებით. დღესვე ასტანაში გერმანიამ და ყაზახეთმა ორ მილიარდზე მეტი ევროს კონტრაქტები გააფორმეს.
XS
SM
MD
LG