Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ათზე მეტი ადამიანი დაიჭრა მეჩეთთან მოწყობილი აფეთქების შედეგად


პაკისტანში, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მეჩეთთან მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება აღმოსავლეთში მდებარე პენჯაბის პროვინციის ქალაქ სარგოდაში მოეწყო. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ პოლიციის წარმომადგენლისაგან იღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება საღამო ხანს მოხდა შიიტური უმცირესობის მეჩეთთან. სარგოდის რაიონული ადმინისტრაციის უფროსის, ზულფიკარ ალი შაჰის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო.
XS
SM
MD
LG