Accessibility links

logo-print

აშშ პაკისტანს ნახევარმილიარდდოლარიან დახმარებას სთავაზობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ პაკისტანს რამდენიმე სფეროს გაუმჯობესებაში დაეხმარება. ესენია წყლით მომარაგების, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროები. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე კლინტონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოება აშშ-პაკისტანის ”სასიცოცხლო” ურთიერთობების ”მხოლოდ ერთი ნაწილია”. აშშ-ის მიერ პაკისტანისთვის გამოყოფილი დახმარება 500 მილიონ დოლარს უტოლდება და ნაწილია ხუთწლიანი - 7,5-მილიარდდოლარიანი დახმარებისა, რომელიც შარშან დაამტკიცა კონგრესმა. ჰილარი კლინტონი კვირას დაესწრო პაკისტანსა და ავღანეთს შორის იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ეხება ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებს და ავღანეთს გზას გაუხსნის პაკისტანის პორტებისკენ. ამ შეთანხმების ხელმოწერას წლები დასჭირდა.
XS
SM
MD
LG