Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულ კომპანიას საფეხბურთო მატჩების შედეგების „წინასწარმეტყველი“ რვაფეხის შეძენა სურს


გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ერთ-ერთ ტოტალიზატორს სურს, შეიძინოს რვაფეხა პაული, რომელმაც სახელი გაითქვა ფეხბურთში წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შედეგების “წინასწარმეტყველებით“. რვაფეხას ხელფასსაც გადაუხდიან - თვეში 5000 დოლარს. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ კომპანია „ბეტ ლიგის“ თანამფლობელ ოლეგ ჟურავსკისაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით იუწყება, რომ კომპანია მზად არის, 100 000-მდე ევრო გადაიხადოს პაულის შესაძენად. გავრცელებული ინფორმაციით, „ბეტ ლიგი“ რუსეთის უმაღლეს ლიგასთან გააფორმებს შეთანხმებას, რომლის შესაბამისად, კომპანიის მოგების 50 პროცენტი რუსეთში ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG