Accessibility links

ბაგაფში და კოკოითი ნიკარაგუაში სანდინისტური რევოლუციის 31-ე წლისთავის აღნიშვნას დაესწრებიან


აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტები სერგეი ბაგაფში და ედუარდ კოკოითი ნიკარაგუაში იმყოფებიან და დღეს დაესწრებიან სანდინისტური რევოლუციის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგაფშმა შეაქო ნიკარაგუა - ერთ-ერთი სულ ოთხი ქვეყნიდან, რომლებმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა სცნეს. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი ნიკარაგუაში დაგეგმილზე უფრო გვიან ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც მისმა თვითმფრინავმა შაბათს ავარიული დაჯდომა განახორციელა ფინეთში.
XS
SM
MD
LG