Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებების შედეგად ექვსი ავღანელი პოლიციელი და ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპნენ


სამხრეთ ავღანეთში გზის პირას ჩადებული აფეთქების შედეგად დღეს ექვსი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა. ყანდაარის პროვინციის ხაკრეზის რაიონის პოლიციის უფროსის ცნობით, დაიჭრა ოთხი პოლიციელი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ამ რეგიონში, ჩვეულებრივ, თალიბები აქტიურობენ. ნატოს განცხადებით, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში ბომბის აფეთქების შედეგად. ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვან ძალებს სხვა დეტალები არ მოუყვანიათ.
XS
SM
MD
LG