Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაშკირეთის პრეზიდენტად დმიტრი მედვედევის მიერ დასახელებული კანდიდატი დაამტკიცეს


ბაშკირეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია, პრეზიდენტად დაამტკიცეს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ დასახელებული კანდიდატი, რუსტემ ხამიტოვი. ადგილობრივმა პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ხამიტოვს, რომელმაც ბაშკირეთის პრეზიდენტის პოსტზე მურთაზა რახიმოვი შეცვალა. რახიმოვი ხუთშაბათს გადადგა პრეზიდენტად 17 წელი მუშაობის შემდეგ. ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც პარლამენტში დღევანდელ კენჭისყრას მოჰყვა, რუსეთში ჰიდროელექტროენერგიის გამომმუშავებელ უდიდეს კომპანია „რუსჰიდროს“ მმართველი საბჭოს წევრი იყო. მედვედევი გამოდის მოწოდებით, რომ ახალი ლიდერები გაუძღვნენ რეგიონებს კორუფციასთან საბრძოლველად, თუმცა ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში კრემლი რეგიონში ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს.
XS
SM
MD
LG