Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი კონსტიტუციის პროექტი კენჭისყრას ელოდება


სასტუმრო "რედისონში" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის კონსტიტუციის ახალი პროექტის საბაზისო ვარიანტს უყრიან კენჭს. ”თუკი პროექტმა კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა მოიპოვა, ის გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან მოახდინოს ინიცირება პარლამენტში. პარლამენტმა კი, უნდა უყაროს კენჭი ამ პროექტის გამოქვეყნებას და საერთო სახალხო განხილვის დაწყებას. ეს ვადა არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები”, - განმარტავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი. პლენარულ სხდომამდე, 19 ივლისს, საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, ძირითადი შეთანხმება მიღწეულია. ”ჩვენი ამოცანა იყო, რომ ის დისბალანსი, ანუ გაუწონასწორობლობა, რაც დღეს არსებობს პრეზიდენტის ხელისუფლების სასარგებლოდ, გამოგვესწორებინა და გადაგვეცა მთავრობისთვის და პარლამენტისთვის", - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
XS
SM
MD
LG