Accessibility links

logo-print

სერბიის ოპოზიციური პარტიები კოსოვოს შესახებ საგანგებო სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვენ


სერბიაში ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას, რათა განისაზღვროს სახელმწიფო პოლიტიკა მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში საერთაშორისო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე. ჰააგაში დაფუძნებული სასამართლო ხუთშაბათს გამოთქვამს შეფასებას იმის თაობაზე, იყო თუ არა კონონიერი კოსოვოს მიერ 2008 წელს სერბიისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადება. სერბია თავისი ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს კოსოვოს, მაშინ როცა აშშ-მა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ ამ რეგიონის სახელმწიფოებრიობა აღიარეს. სერბიაში ოპოზიციური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის განცხადებით, პარლამენტმა უნდა მოამზადოს პოლიტიკა კოსოვოსთან მიმართებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტად ემოციური რეაქცია, რომელსაც წარსულში ტრაგიეკული შედეგები მოჰყვა. დღეს სერბიის ნაციონალისტურმა დემოკრატიულმა პარტიამაც გააკრიტიკა მთავრობა, პარტის შეფასებით, სტრატეგიის არარსებობის გამო.
XS
SM
MD
LG