Accessibility links

თბილისი დე ფაქტო რესპუბლიკის დახმარების სურვილს გამოხატავს


საქართველოს მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ვლადიკავკაზი-ცხინვალის მარშრუტით მოძრავი სამგზავრო ავტობუსის ავტოავარიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს. საქართველოს მთავრობა მზად არის, დახმარება აღმოუჩინოს დაშავებულებს. ”მობილიზებულია სამედიცინო დაწესებულებები და სტაციონარები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაზარალებულთა მისაღებად”,- ნათქვამია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერებმა თბილისის შეთავაზება უპასუხოდ დატოვეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ავტოავარიის შედეგებს საკუთარი ძალებითაც უმკლავდებიან. ვლადიკავკაზი-ცხინვალის მარშრუტზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 11 მგზავრი, მათ შორის - 2 ბავშვია. მძიმედ დაშავებულთა რიცხვი 8-ს შეადგენს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება და ამიტომ თვითაღიარებული რესპუბლიკიდან მკურნელობის მიზნით მათი გაყვანის საკითხი არ განიხილება. დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განკარგულებით, თითეული დაღუპულის ოჯახი 1000-ს რუბლს მიიღებს. თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 20 ივლისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG