Accessibility links

საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე გავიდა


სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ ”საქართველოს რკინიგზამ” 250 მილიონი დოლარის ობლიგაციები საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე განათავსა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკო მჭედლიშვილის ინფორმაციით, ევროობლიგაციების განთავსების პროცესი Bank of America, Merrill Lynch-ის და JP Morgan–ის მეშვეობით გამხორციელდა. ამავე წყაროს ცნობით, ევროობლიგაციების საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე განთავსების შედეგად მოზიდულ თანხას - 250 მილიონ დოლარს - საქართველოს რკინიგზა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობას და მოდერნიზაციის სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას მოახმარს.
XS
SM
MD
LG