Accessibility links

logo-print

ეუთო გმობს საბერძნეთში ჟურნალისტის მკვლელობას


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია გმობს ბერძენი ჟურნალისტის, სოკრატის გუიოლიასის მკვლელობას და საბერძნეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მომხდარის „სწრაფად და სრულად“ გამოძიება. 37 წლის გუიოლიასი, რომელიც კერძო რადიოს მენეჯერი იყო, მისივე სახლის წინ, ათენში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სამმა თავდამსხმელმა. პოლიცია ბალისტიკური ექსპერტიზის სფუძველზე ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან დგას ულტრამემარცხენე ექსტრემისტული ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს შარშან კონტრტერორისტული სამსახურის თანამშრომლის მკვლელობასთანაც.
XS
SM
MD
LG