Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქაბულში ჩავიდა, ავღანეთის შესახებ კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ქაბულში ჩავიდა და პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდება, ავღანეთის მომავალზე საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. კლინტონი დღესვე შეხვდება ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალს, გენერალ დევიდ პეტრეუსს. ხვალ კი იწყება საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მონაწილეებიც ავღანეთში მშვიდობისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ. კონფერენციის თანათავმდჯომარეები იქნებიან პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ბან კი მუნმა დღეს ავღანეთის ლიდერს მოუწოდა, წარმოადგინოს „კონკრეტული“ ზომები ქვეყნის მართვის გასაუმჯობესებლად და ეროვნული შერიგების პროცესის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG