Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერმა უკრაინის უკმაყოფილება გამოწვია სევასტოპოლის შესახებ განცხადებით


მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა უკრაინის მთავრობის უკმაყოფილება გამოიწვია განცხადებით, რომ არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება სევასტოპოლის სტატუსის მიმართ. ლუჟკოვმა 2008 წლის მაისში განაცხადა, რომ სევასტოპოლი რუსეთს უნდა დაუბრუნდეს. ამ განცხადების შემდეგ მოსკოვის მერს უკრაინაში ჩასვლა აეკრძალა. რამდენიმე დღის წინ მას ეს აკრძალვა მოეხსნა, მაგრამ დღეს ლუჟკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სევასტოპოლის შესახებ განცხადებები „გაცნობიერებულად და საფუძვლის არსებობის გამო“ აქვს გაკეთებული და სევასტოპოლის სტატუსის მიმართ მისი პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პერს-მდივნის განცხადებით, სამინისტრო „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება ლუჟკოვის განცხადებას.
XS
SM
MD
LG