Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალი პროექტი დაამტკიცა


სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. კომისიის 47 წევრიდან მხოლოდ სამმა წევრმა არ მისცა ხმა წარმოდგენილ პროექტს. საქართველოს კანონმდებლობით, კონსტიტუციის ახალ პროექტს ხვალ გაუგზავნიან პრეზიდენტს, რომელიც მას პარლამენტს წარუდგენს. როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად „პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი ამ პროექტის გამოქვეყნებასა და საერთო-სახალხო განხილვის დაწყებას. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ეს არ შეიძლება იყოს ერთ თვეზე ნაკლები, ეს ვადა. და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს პარლამენტს უფლება, დაიწყოს სამი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება“. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, კომისიის ამოცანა იყო, გამოესწორებინა დისბალანსი, რომელიც საქართველოში დღეს პრეზიდენტის ხელისუფლების სასარგებლოდ არსებობს.
XS
SM
MD
LG