Accessibility links

logo-print

ქაბულში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია


ქაბული საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემა ავღანეთის მომავალია. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 70-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი და 40 საგარეო საქმეთა მინისტრი. ქაბულში ელიან გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს. კონფერენციის მონაწილეთა შორის იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც. ქაბულში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

XS
SM
MD
LG