Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სერბ მამაკაცს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის გამო


ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა მარკო ბოსკიჩს, 15 წლის წინ სრებრენიცაში მუსულმანი ბიჭებისა და მამაკაცების დახოცვაში მონაწილეობის გამო. ბოსკიჩი, სერბი ჯარისკაცი, შვიდ თანამებრძოლთან ერთად განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა მუსულმანებს სრებრენიცის ანკლავის დაცემის შემდეგ, 1995 წლის 11 ივლისს. სრებრენიცის ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო, რომლის დროსაც სიცოცხლეს გამოასალმეს 7000-ზე მეტი მუსულმანი ბიჭი და მამაკაცი.

XS
SM
MD
LG