Accessibility links

დიმიტრი შაშკინი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს დააჯილდოებს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ საქართველოს ნაკრების წევრებს ფულად ჯილდოებსა და სიგელებს გადასცემს. ორი ვერცხლის, ორი ბრინჯაოს მედალი და ორი საპატიო სიგელი 6 მოსწავლისგან შემდგარმა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა მათემატიკის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2010, რომელიც ყაზახეთში ქ. ასტანაში 2–14 ივლისს გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია განათლების სამინისტროში დღეს, 12.00 საათზე გაიმართება.

XS
SM
MD
LG